logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  დიმიტრი ქუმსიშვილი: ბათუმის განახლებული სატრანსპორტო სისტემა კიდევ უფრო უკეთ მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს
დიმიტრი ქუმსიშვილი: ბათუმის განახლებული სატრანსპორტო სისტემა კიდევ უფრო უკეთ მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს
09:08 14.07.2017
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბათუმის განახლებული სატრანსპორტო სისტემა მოსახლეობას უკეთ მოემსახურება.
ამის შესახებ მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მთელი გულით მინდა ბათუმს მივულოცო ეს შენაძენი, რომელიც უახლესი 1-1,5 წლის განმავლობაში ამ ქალაქში გამოჩნდება. ის შესაძლებლობას მისცემს ბათუმის სატრანსპორტო სისტემას კიდევ უფრო უკეთ მოემსახუროს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს უნდა იყოს დასაწყისი ბათუმში სატრანსპორტო რეფორმისა, რომელიც აღნიშნულ ქალაქს ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო მიმზიდველს გახდის, სადაც, მისი თქმით, ეკოლოგია იქნება მაქსიმალურად დაცული და სადაც, რაც შეიძლება მეტი ქუჩა იქნება საფეხმავლო ან იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრო ავტობუსები.
თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა მხარეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოში ევროკავშირის ელჩი როლი.
„მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს ჩვენს ქვეყანაში. მისი მხარდაჭერით, იმ პროექტით, რომელიც ბათუმის მერიამ EBRD-თან ერთად მოამზადა, საბოლოო ჯამში, საგრანტო კომპონენტის თანადაფინანსება მივიღეთ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა