logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
იანვარ-ივნისში ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა
იანვარ-ივნისში ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა
16:04 13.07.2017
ეკონომიკის სამინისტრომ იანვარ-ივნისის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ამ თვეების განმავლობაში ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა, ხოლო მისი ყველაზე დადებითი მაჩვენებელი ივნისში დაფიქსირდა.



• 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 31.8%-ით (301.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 249.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 8.6%-ით (284.1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 3 580.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო გაუმჯობესდა 17.6 მლნ. აშშ. დოლარით. აღსანიშნავია, რომ აპრილიდან სავაჭრო სალდო გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება.
• საგარეო ვაჭრობის განსაკუთრებით დადებითი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2017 წლის ივნისში. კერძოდ, მხოლოდ ივნისში ექსპორტი გაიზარდა 46.6%-ით (78.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი შემცირდა 0.5%-ით (-3.4 მლნ. აშშ დოლარი). საბოლოო ჯამში ივნისში სავაჭრო ბალანსი 81.7 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
• მიმდინარე წლის ივნისში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრატების (117%), ფეროშენადნობის (237%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (72%) და მინერალური და მტკნარი წყლების (16%) ექსპორტი.
• 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.
• საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება აისახა ყველა სხვა მიმართულებით, მათ შორის:
o 2017 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 13.4%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 26.2%-ით გაიზარდა;
o 2017 წლის იანვარ-მაისში 20.3%-ით გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.

2017 წლის იანვარ-ივნისის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების დინამიკა შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ.

„ეტაპობრივად უმჯობესდება საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე ზრდა უკვე შეინიშნება 2016 წლის სექტემბრიდან. ნელ-ნელა ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში უმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა, შედეგად ჩვენი ექსპორტი იზრდება. მხოლოდ 2017 წლის ივნისის თვეში, ექსპორტი 46.6 %-ით გაიზარდა, შესაბამისად, 6 თვის საშუალო ზრდამ 31.8 % შეადგინა. ზრდა გვაქვს ისეთი მიმართულებით, როგორიც არის სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფერო-შენადნობები, ღვინოები და მინერალური წყლები“- განაცხადა ჯავახაძემ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობა ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე აქტიურად მუშაობს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ზეგავლენას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა