პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ნაბიჯები,
რომლებსაც საქართველო დგამს, იმისკენაა მიმართული, რომ ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურის დასრულება სწრაფად მოხდეს და შესაბამისად ტრანზიტული პოტენციალი გაძლიერდეს.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა ბათუმში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული შეთანხმებების გაფორმების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ ევროპისგან. ყველა ეს ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, გადადგმული უნდა იყოს იქითკენ, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურის დასრულება, რომელმაც უნდა გააძლიეროს საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი, ასევე უნდა შემატოს ჩვენს ქვეყანას რეგიონებს შორის დამაკავშირებელი შესაძლებლობები და გააადვილოს ქვეყნით შიგნით გადაადგილება“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ხელმოწერა ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს. ევროპის საინვესტიციო ბანკისმიერ ფინანსური ხელშეკრულებით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა 250 მლნ ევრო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზებისმშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის.
გარდა ამისა, ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსდება. აღნიშნული თანხა დაემატება ევროპისსაინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად.

















