ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლის, ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, რეფორმების
თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ასოცირების ქვეყნების რეგიონში.
ამის შესახებ ჰუდაკმა ბათუმში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც სხვა მომხსენებლებთან ერთად სიტყვით წარდგა.
„ევროპის საინვესტიციო ბანკის მიზანია იყოს პროევრუპული მოძრაობის ნაწილი, იმ პროცესისი ნაწილი, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მსგავსი ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება. მოხარულები ვართ ამ შესაძლებლობისთვის. რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ასოცირების ქვეყნების რეგიონში. გამოცდილების თანახმად, ვიცით, რომ ინვესტიციას არ დებ რამეში, თუ არ ენდობი. ჩვენ კი ხანგრძლივ ინვესტიციას ვახორციელებთ საქართველოში, რადგან გვჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია“ - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

















