logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ამერიკელი სომელიეები ქართულ ღვინოს ეცნობიან
ამერიკელი სომელიეები ქართულ ღვინოს ეცნობიან
12:06 13.07.2017
ამერიკელი სომელიეების ჯგუფი საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც ღვინის პროფესიონალები ღვინის საწარმოებს სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულებენ. ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. სტუმრებმა უკვე დააგემოვნეს დასავლეთ საქართველოს ღვინოები და ამჟამად კახეთში იმყოფებიან.
ღვინის პროფესიონალების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie”-ის მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) ხელმძღვანელობს.
„აქ იმყოფებიან წამყვანი რესტორნების წარმომადგენლები და გვინდა წარვუდგინოთ მათ არაჩვეულებრივი ქართული ღვინის გარემო. აშშ-ში გასულ წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით გაიზარდა. ჩვენ გვინდა განვაგრძოთ ბაზრის წარდგენა ყველა მწარმოებლისთვის, მოგვყავს იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები. ამ ჯგუფის წევრებმა, რომელშიც არიან სომელიეები ჩიკაგოდან, სენტ-ლუისიდან და ნიუ-იორკიდან, არაჩვეულებრივი კვირა გაატარეს, მიიღეს ინფორმაცია ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, გაიცნეს მწარმოებლები. ველოდებით კვირის დარჩენილი დროის ასევე საინტერესოდ გატარებას. ჩვენ გვაქვს სხვა სომელიეების სია, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახონ რა ხდება აქ ღვინის სფეროში” - აღნიშნა ჯული პეტერსონმა.
ნიუ-იორკის ერთ-ერთი რესტორნის სომელიე ჯეიმს სლაი განსაკუთრებით ალადასტურით მოიხიბლა. იგი აცხადებს, რომ დიდი ხანია სურდა საქართველოში ჩამოსვალა და ქართული ღვინოების ადგილზე დაგემოვნება.
„ღვინოს საქართველოში უძველესი ტრადიციებით აწარმოებენ და გარდა ამისა, შეაქვთ სიახლეები ამ ტექნოლოგიაში. სწორედ ამან შთამაგონა აქ ჩამოსვლა. ქვეყნაში მოგზაურობამ თბილისიდან იმერეთში და შემდეგ კახეთში, საშუალება მომცა გამეგო მრავალფეროვნება რეგიონებისა და კლიმატის მიხედვით, რაც ღვინოებს განსხვავებულს ხდის. დასავლეთის ღვინოები მსუბუქი და ცოცხალია, აღმოსავლეთის კი უფრო ძლიერი.ამან შესაძლებლობა მომცა დამენახა ქართული ღვინო სხვა კუთხით, არა როგორც ერთფეროვანი პროდუქტი, არამედ განსხვავებული შესაძლებლობებისა და არომატების ერთიანი სპექტრი. მიუხედავად იმისა, რომ 30 ქართული ღვინო მქონდა დაგემოვნებული ნიუ-იორკში, აქ ჩამოვედი და ბევრი ახალი ღვინო გავსინჯე, მაგალითად, იმერეთში ალადასტური - ვერ ვიჯერებდი რასაც ვაგემოვნებდი, ასეთი რამ ჯერ არ გამისინჯავს,არც ქართული და არც სხვა ქვეყნების ღვინოები” -აღნიშნა მან.
ამერიკელ სომელიეებს ტურის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობდნენ შემდეგ ღვინის კომპანიებს: „იაგოს ღვინოები“, „შატო მუხრანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, “საოჯახო მარანი - ოდა“, „ვარციხის მარანი“, „მეღვინეობა ხარება - იმერეთი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“, „შუხმანის ღვინოები“, „ორგო/ვიტა ვინეა“, „შალაურის მარანი“, „შუმი“, „ჩელთი“, „ფაფრის ველი“, „ჯონი ოქრო“, „ხოხბის ცრემლები“, „ასკანელი ძმები“, „შავნაბადა“, „ლუკასი“, ასევე ეწვივნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს.
აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს. ამ ქვეყანაში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 176 274 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 43%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა