მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული
ვაჭრობის გარეშე) 4829.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1249.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (31.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3580.3 მლნ. აშშ დოლარი (8.6 პროცენტით მეტი).
საქსტატის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2330.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.3 პროცენტი შეადგინა.

















