logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
DCFTA-ს ფარგლებში შუახევში მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას გენადი არველაძე დაესწრო
DCFTA-ს ფარგლებში შუახევში მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას გენადი არველაძე დაესწრო
00:20 13.07.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ მხარდაჭერით, 12 ივლისს შუახევში ევროკავშირთან ასოცირების საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გახსნა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და შუახევის, ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ისაუბრა DCFTA-ს მნიშვნელობაზე ქართული წარმოების განვითარების კუთხით. როგორც მან აღნიშნა „საქართველოს მთავრობა და კერძოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს რეგიონულ ტურნეს, რომლის მიზანია DCFTA-ს ვალდებულებების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირება. ამასთან, კერძო სექტორისგანაც ვისმენთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელებიც დღეს არსებობს ევროკავშირის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე პროდუქციის გასატანად, საჭიროა მათმა წარმოებულმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს მოთხოვნილი სტანდარტები. ჩვენ, ამ პროცესში ჩართული სამთავრობო სტრუქტურები სხვადასხვა პროგრამების საშუალებით დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ გაზარდონ თავიანთი წარმოებები. რაც მთავარია, საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს მაღალი ევროპული სტანდარტის,- სწორედ ამ კუთხით გავდივართ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, ვეხმარებით მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაში,“ .
შეხვედრაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამების, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა