შუახევის მუნიციპალიტეტში კერძო და საჯარო სექტორთან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი
თავისუფალი ვაჭრობით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზესამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების ჭრილში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმისგაძლიერებაა.
შუახევის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფომინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარკერესელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევეესწრებოდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა.
შეხვედრის მონაწილეებმა DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროექტებზე, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-სსანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ასევე ის გამოწვევები რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა უკეთ იქნას გამოყენებული DCFTA-ს შესაძლებლობები და ხელი შეეწყოსდასაქმებას.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და ევროპული პროექტის ,,ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ მხარდაჭერით გაიმართა.

















