logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის კომენტარები მომზადდა
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის კომენტარები მომზადდა
15:26 10.07.2017
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის კომენტარების საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა. სტუმრებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და კომპანია EVOLUXER-ის წარმომადგენელმა მაია ნებიერიძემ მიმართეს.
პრეზენტაციას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო, არასამთავრობო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი 2013 წლის 12 ივლისს იქნა მიღებული, ის ერთ-ერთი პირველი ნორმატიული აქტია, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა აგროკოოპერაციის განვითარებას და რომლითაც მოხდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნისა და ფუნქციონირების ორგანიზაციული ნორმების დადგენა, ასევე განისაზღვრა კოოპერატივის შიდასაწარმოო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი წესები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონის კომენტარები მკითხველთა ფართო წრისათვის მომზადდა. მისი გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს კანონით გაწერილი ნორმების აღქმასა და პრაქტიკაში გამოყენებას.
პუბლიკაცია აგროკოოპერაციით დაინტერესებულ პირებს გადაეცემა და მისი ელექტრონული ვერსია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა (www.acda.gov.ge) ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ კანონის კომენტარები მომზადდა და გამოიცა ესპანური კომპანია EVOLUXER-ის მხარდაჭერით, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტს ახორცილებს.
დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა