logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ნოდარ კერესელიძე გერმანიის დელეგაციის წევრებს შეხვდა
ნოდარ კერესელიძე გერმანიის დელეგაციის წევრებს შეხვდა
15:35 07.07.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, პიტერ ბლესერს და ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა.
დელეგაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სამაცივრე მეურნეობის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიების, ასევე აგრარული საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლები შედიოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის.
ნოდარ კერესელიძემ ხაზი გაუსვა აგრარულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებისა და ტექნიკური თვალსაზრისით გაწეული დახმარების საკითხებზე ისაუბრა.
„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოში დაინერგა ღვინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა, ხორციელდება ვენახების კადასტრის პროგრამა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის დანერგვა, რაც დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო აგროგამოფენებში, მათ შორის, ბერლინში გამართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში „მწვანე კვირეული” (Gruene Woche).
მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც პიტერ ბლესერმა განაცხადა, საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით ქვეყანებს შორის თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში, სურსათის და ღვინის ეროვნული სააგენტოებში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა