logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე კომპანია „ყაზმუნაი გაზის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე კომპანია „ყაზმუნაი გაზის“ წარმომადგენლებს შეხვდა
22:00 06.07.2017
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ ფინანსთა მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ყაზახური კომპანიის, „ყაზმუნაი გაზის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას ყაზახური მხრიდან ესწრებოდნენ, ვიცე-პრეზიდენტი დაურენ კარაბაევი, აქტივების დეპარტამენტის დირექტორი ლუიზა აკანოვა და სერვისების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კაირათ ასკაროვი. შეხვედრას ესწრებოდა ასევე „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“-ს დირექტორი ბახიჯან ნამაევი.

ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, ყაზახური მხრიდან გაზრდილია ინტერესი საქართველოს, კერძოდ, აჭარის რეგიონის მიმართ, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი რაოდენობა. მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ ისაუბრა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლევანდელ სეზონზე კვირაში 100-მდე ფრენა ხორციელდება 38 მიმართულებით, მათ შორის, ყაზახეთიდან 6 რეგულარული და ჩარტერული ფრენა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს ზრდის აჭარის სატრანზიტო კორიდორის როლი. როგორც ცნობილია, ევროპიდან კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მშრალი, თხევადი და საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვა, ასევე მგზავრების გადაყვანა, სწორედ, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საშუალებით ხორციელდება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ყაზახური კომპანიის როლი, რომელიც ბათუმის პორტის 100% წილის მართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბათუმის პორტში ტვირთბრუნვის შესაძლებლობების გაზრდაზე.

ყაზახურმა მხარემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკომომიკის მინისტრს საინვესტიციო მიმართულებით თავიანთი წინადადებები გააცნო. მხარეებს შორის ახალ საინვესტიციო პროექტზე მუშაობა განხილვის პროცესშია. „ყაზმუნაი გაზი“ ყაზახეთში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას წარმოადგენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა