logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დეპოზიტების განთავსებაზე დღეს სახელმწიფო ხაზინის პირველი აუქციონი გაიმართა
დეპოზიტების განთავსებაზე დღეს სახელმწიფო ხაზინის პირველი აუქციონი გაიმართა
16:15 05.07.2017
საჯარო ფინანსების წარმატებული რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღის წესრიგში დადგა რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდას.
სამინისტროს ცნობითვე, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხაზინამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს ეროვნულ ბანთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესი“. წესი დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301 დადგენილებით.
"აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ხაზინის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, რაც შედეგად უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას და საბანკო სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსის მიწოდებას ეროვნულ ვალუტაში.
2017 წლის 4 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 თვიანი ვადიანობის მქონე უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი"-აცხადებენ უწყებაში.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 50 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.194 პროცენტით.
რეფორმის განხორციელებისთვის გატარებულ იქნა შემდეგი ღონისძიებები:
• ევროკავშირის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ იქნა ტექნიკური დახმარებისს მისია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტებმა ხაზინის თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავეს ფულადი სახსრების ეფექტიანი მართვის საწყის ეტაპზე ურისკო ფულის მართვის მექანიზმები, რაც იძლევა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების გენერირების შესაძლებლობას.
• აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კარგი მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის მხარდაჭერით, ფულის მართვის მოდულის ანალიტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიზნით, მომზადდა პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნებისა და მახასიათებლების სამუშაო დოკუმენტი. დოკუმენტში აღწერილია ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსებისათვის საჭირო პროცესისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეტალები.
• ევროკავშირის დაფინანსებით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებისათვის ჩაატარეს რამდენიმე ეტაპიანი ტრეინინგი ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის საკითხებზე.
• მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული საინფორმაციო სისტემა „ბლუმბერგის“ წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც „ბლუმბერგის“ ექსპერტებებმა სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებს ჩაუტარეს ტრეინინგები სისტემის სხვადასხვა მოდულის გამოყენების შესახებ, რამაც მოგვცა საშუალება ფულადი სახსრების განთავსების აუქციონის ჩატარება განხორციელებულიყო ელექტრონული პლატფორმა ბლუმბერგის ბაზაზე.
• საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების შედეგად მოხდა შეთანხმება სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში განთავსების ძირითად პრინციპებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა