logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძემ სასტუმრო „რედისონში“ ბიზნეს ფორუმი „Invest in Batumi” გახსნა
ზურაბ პატარაძემ სასტუმრო „რედისონში“ ბიზნეს ფორუმი „Invest in Batumi” გახსნა
15:53 05.07.2017
საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით აჭარაში ყაზახეთში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ყაზახ ინვესტის“ ხელმძღვანელი მეირჟან მაიკენოვი და ასტანაში სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებიან. კომპანია „ყაზახ ინვესტი“ ყაზახეთის ბაზარზე სამშენებლო სფეროში 50%-ით არის წარმოდგენილი.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ხელსაყრელმა და სტრატეგიულმა მდებარეობამ, მარტივმა და ლიბერალურმა საგადასახადო სისტემამ, არსებულმა მდიდარმა ბუნებრივმა რესურსებმა და თანამედროვე ინფრასტრუქტურამ აჭარას, მის ულამაზეს ქალაქ ბათუმს, ხელი შეუწყო გამხდარიყო პოპულარული საინვესტიციო და ტურისტული დანიშნულების ადგილი არამარტო საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონში,“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში.

აჭარის ეკონომიკური პარამეტრების და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა: „2016 წელს აჭარაში 428 მლნ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 71% უცხოური ინვესტიციაა. 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კერძო ინვესტიციები 17%-ით არის გაზრდილი. ინვესტირების კუთხით წამყვანი ენერგეტიკის (45%), ტურიზმის (32%) და მშენებლობის (21%) სექტორებია“,- აღნიშნა რამაზ ბოლქვაძემ. ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გამართა.

ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

შეხვედრაზე საუბარი კურორტი „გოდერძის“ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეეხო. პოტენციურმა ინვესტორებმა სამთო კურორტის პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. კურორტი „გოდერძის“ განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. საპრივატიზაციო პროცესი უკვე დაწყებულია. უკვე შეიქმნა კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიის განვითარება მოხდება.

ფორუმის ფარგლებში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახურ საინვესტიციო სააგენტო „ყაზახ ინვესტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, ხელს შეუწყობს ქართველ მეწარმეებს შეუფერხებლად გაიტანონ თავიანთი პროდუქტი ყაზახურ ბაზრებზე. საინვესტიციო სააგენტო მეწარმეებს პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება, გარდა ამისა კონსულტაციებს გაუწევს საკანონმდებლო კუთხით, დაეხმარება საჭირო ლიცენზიების მოპოვებაში და ახალ ბაზრებზე გასვლაში.

ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალება მიეცათ.
ბიზნეს ფორუმს აჭარასა და ყაზახეთში სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიების წარმომამდგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის ფარგლებში ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებს შორის საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა