logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტექნოპარკში გამართულ კონფერენციაზე კორპორატიული მართვის საკითხები განიხილეს
ტექნოპარკში გამართულ კონფერენციაზე კორპორატიული მართვის საკითხები განიხილეს
14:24 05.07.2017
ტექნოლოგიურ პარკში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ინიციატივით დღეს კონფერენცია გაიმართა, სადაც მოხსენება გააკეთეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაციის წევრმა საშა ტერნესმა.
კონფერენცია „მეწარმეთა შესახებ“ კანონში წელს და გასულ წელს შეტანილ ცვლილებებს შეეხო, რომელთა მიზანს კორპორატიული მართვის პრინციპების განმტკიცება, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა და დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტის შემოღება წარმოადგენდა. აღნიშნული ხელი შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და მცირე აქციონერთა განვითარებას შესაბამის ბაზრებზე.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განაცხადა, საქართველოსთვის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ხოლო არსებული საწარმოები შედარებით უფრო თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილებას შეძლებენ.
,,ამ ცვლილებები შედეგად საქართევლოში კორპორატიული მართვის პრინციპები უფრო განმტკიცდა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო იმას, რომ მეტი ინვესტიცია იქნეს მოზიდული საწარმოებში და უფრო მეტად იქნეს დაცული მცირე აქციონერთა ინტერესები. ეს გაერთიანება ხელს შეუწყობს კორპორატიული მართვის პრინციპები პრაქტიკულ განხორციელებას საწარმოებში, რათა კომპანიებმა დაინახონ ის სარგებელი, რომელსაც იღებენ კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვის შემდეგად.“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ კომპანისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ სექტორის მოსაზრებები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულები ამ ინსტიტუტში. როგორც EBRD – ის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება სწორედ დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების საქმიანობის სპეციფიკის გაცნობას დაეთმო.
,,დღეს აქ კომპანიის დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ბენეფიციარები შევიკრიბეთ. აქ ასევე არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჯერ არ არიან ამ ოჯახის წევრები, თუმცა მათი შეხედულებები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებებზე და მიზნებზე. ჩვენ გვჯერა, რომ EBRD-ს შეუძლია დიდი ღირებულებების მოტანა საქართველოში იმ სექტორის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც არ არიან ამ კომპანიის წევრები, რომ მათ შეძლონ დაამკვიდრონ საკუთარი ღირებულებები და გაწევრიანდნენ დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებაში, რაც მომგებიანი იქნება როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე მათთვისაც“ - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა