logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეთხილეობის დარგში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეთხილეობის დარგში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს
14:08 05.07.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თხილის და სხვა კაკლოვანი კულტურების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მეთხილეობის დარგში შექმნილ ვითარებაზე, თხილის მოსავლის შემცირების მიზეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
საბჭოს სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.
მინისტრის განცხადებით, მეთხილეობა ის დარგია, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებული პოტენციალი აქვს და, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურადაა მხარდაჭერილი.
„თხილის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს დარგის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ფერმერებთან, რათა კომპლექსური და ეფექტიანი ღონისძიებები გატარდეს თხილის ფართობების შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად“ , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სხდომაზე დარგობრივი ასოციაციების, დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებსა და მწარმოებლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინეს.
უხვი ნალექის მიუხედავად, ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 35 000 ჰექტარია დამუშავებული. განმეორებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მავნებლის გავრცელება შემცირებულია, რაც ჩატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაის-ივნისში მოსული ნალექების ინტენსივობამ და რაოდენობამ (მაისში მოსულმა ნალექებმა ორჯერ გადააჭარბა საშუალო წლიურ მაჩვენებელს) ხელსაყრელი პირობები შექმნა თხილში სოკოვანი დაავადებების გავრცელებისთვის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა სხვადასხვა ჯგუფის სოკოვანი ორგანიზმები. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ეფექტიანი პრეპარატების შერჩევასა და ქიმიური წამლობის ვადების დადგენაზე მუშაობენ. საკითხის მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარების მიზნით, თურქეთის აგრარული უნივერსიტეტიდან მოწვეულია თხილის დაავადებების სპეციალისტი, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად დასავლეთ საქართველოში კვლევებს ჩაატარებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა