საქართველოს ეროვნული ბანკის საკოლექციო და ნუმიზმატური ფასეულობების შეძენა დღეიდან ზარაფხანის მაღაზიებშიც იქნება შესაძლებელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ზარაფხანას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სებ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა და შპს „ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გეორბელიძემ მოაწერეს ხელი.
მელაშვილის განცხადებით, საკოლექციო ბანკნოტებისა და მონეტების შეძენა აქამდე მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში იყო შესაძლებელი, დღეიდან კი, დაინტერესებულ პირს მათი შეძენის შესაძლებლობა „ზარაფხანის“ მაღაზიებშიც ექნება.
დღეისთვის, „ზარაფხანას“ 10 მაღაზია აქვს, მათგან 7 თბილისშია. პირველ ეტაპზე, საკოლექციო ფულის ნიშნები და საინვესტიციო მონეტები თბილისისა და ბათუმის მაღაზიებში გაიყიდება.

















