logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა ხუციშვილი: მთავრობამ საგადასახადო ადმინისტრირება მნიშვნელოვნად გაამარტივა
ლაშა ხუციშვილი: მთავრობამ საგადასახადო ადმინისტრირება მნიშვნელოვნად გაამარტივა
22:54 30.06.2017
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომელიც დღეს, 30 ივნისს პარლამენტმა მიიღო, მნიშვნელოვნად გამარტივდა საგადასახადო ადმინისტრირება. აღნიშნული ცვლილება ეკონომიკური რეფორმის ნაწილია და მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნეს-მეგობრული საგადასახადო გარემოს განვითარებას.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობამ, ბიზნესთან აქტიური კონსულტაციის შედეგად, მოამზადა საგადასახადო ცვლილებები, რომლითაც ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა საქართველოში კიდევ უფრო მომგებიანი გახდა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს საგადასახადო კოდექსის სრულყოფას და ამ კუთხით ბიზნეს-საზოგადოებასთან თანამშრომლობას.
ცვლილებების თანახმად:
იზრდება საგადასახადო დავალიანების თანხის ზღვარი 5000 - დან 50 000 ლარამდე, რომლის გადახდის 1 წლის ვადით გადავადებაც (გრაფიკის გაკეთება) შესაძლებელი იქნება საგადასახადო ორგანოში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე.
გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა სრულყო საბაჟო პროცედურები და შემსუბუქდა სანქციები. კერძოდ, საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის პირველ შემთხვევაზე ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება შემდეგ შემთხვევებში:
• ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანა;
• საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა;
• მცირდება სპეციალურ სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტიდან 10 პროცენტამდე;
• საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 4000 ლარიდან მცირდება 2000 ლარამდე. ასევე, ნახევრდება ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობაც და პირი დაჯარიმდება 12000 ლარის ნაცვლად 6000 ლარით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა