logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შვეიცარული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი“ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული
შვეიცარული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი“ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული
20:25 30.06.2017
მატარებლების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერი შვეიცარული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი“ საქართველოში ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს. კომპანიასთან დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და „შტადლერ რეილ ეი ჯის“ პრეზიდენტმა, პიტერ შპულერმა. ხელმოწერა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შედგა და მას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ბაზრის შესწავლას დაიწყებენ. პროექტის განხორციელება როგორც ახალი მატარებლებისა და მატარებლის ვაგონების წარმოებას, ასევე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. „შტადლერ რეილ ეი ჯის“ ხელმძღვანელობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს დადებითად აფასებს და აქედან გამომდინარე განიხილავს მომავალში ქარხნის აშენების შესაძლებლობას.
„დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, სადაც აღწერილია ჩვენი სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოში ყველაზე თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ტექნიკა იწარმოებოდეს. ძალიან სწრაფად გადავალთ იმ ნაბიჯებზე, რომ საქართველოში ჩამოვაყალიბოთ სააქციო საზოგადოება და შევქმნათ ქარხანა, რომელიც დაიწყებს ჩვენი პროდუქციის გამოშვებას. საქართველომ ბოლო წლებში ძალიან სწრაფად გაიარა მოდერნიზაციის პროცესი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, წარმოება აქ განვავითაროთ“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ხელმოწერის დასრულების შემდეგ „შტადლერ რეილ ეი ჯის“ პრეზიდენტმა, პიტერ შპულერმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, კომპანია „შტადლერი“ არის ხარისხის უმაღლესი მაჩვენებელი თავის სექტორში. „ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქარხანა იყოს საქართველოში, რომელიც აწარმოებს მატარებლებს, ვაგონებს და ასევე მათ შეკეთებაზე იმუშავებს. ამის შემდეგ უკვე ყველაზე ძირითადი საკითხია ლოკალიზაციის პროცენტი, რაც საწყის ეტაპზე ვერ იქნება მაღალი, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მივაღწიოთ, რომ ლოკალიზაციის დონეც იყოს შესაბამისი.ასეთსაწარმოს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენთვის, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავია ის საექსპორტო პოტენციალი, რაც მსგავს წარმოებას ექნება ჩვენს ქვეყანაში“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „შტადლერი“ საქართველოშია. ის შემოდის ახალი ტექნოლოგიებით, მენეჯმენტით, რაც მთავარია, შემოდის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ბრენდი, რომლის მიმართ ნდობაც ძალიან მაღალია. ეს კიდევ ერთ დამატებით ფაქტორს შექმნის იმისთვის, რომ გაიზარდოს საექსპორტო პოტენციალი და გავიდეთ რეგიონის ბაზრებზე. გარდა ამისა, კომპანიის შემოსვლა მოგვცემს საშუალებას, მოვემსახუროთ მოძრავი შემადგენლობის პარკს, განვაახლოთ ეს პარკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სარკინიგზო ბიზნესისა და დარგის მოდერნიზაციისთვის. „შტადლერის“ საქართველოში შემოსვლა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა“ - აღნიშნა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კოკა გუნცაძემ.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, წარმოების სქემის შედგენისა და ბაზრის კვლევის პროცესების გათვალისწინებით, წარმოების დაწყება დაახლოებით მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება. ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზადაა კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით, აქტიურად შეუწყოს ხელი პროექტის განხორციელებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა