logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ნინო ჯავახაძე: წლის ბოლომდე მშპ-ს ზრდის დადებით ტენდენციას ვვარაუდობთ
ნინო ჯავახაძე: წლის ბოლომდე მშპ-ს ზრდის დადებით ტენდენციას ვვარაუდობთ
12:06 30.06.2017
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს. შესაბამისად, 2017 წლის იანვარი-მაისის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.5% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შეაფასა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები: „ეს სასიხარულო ფაქტორია, ვინაიდან 2017 წლიდან ზრდის პოზიტიური ტენდენცია გვაქვს, რომელსაც, დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე შევინარჩუნებთ“.
ნინო ჯავახაძის განცხადებით, რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ ფაქტორებს - საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა მაისში 17%-ით, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს.
„გარდა ამისა, დარგობრივ ჭრილში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, გადამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება და ა.შ. ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები. კერძოდ, 2017 წლის 5 თვეში ექსპორტი გაიზარდა 28.7%-ით“-აღნიშნა ჯავახაძემ.
ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დადებითი ტენდენციები გვაქვს ფულადი გზავნილების კუთხითაც. მხოლოდ მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.2%-ით გაიზარდა.
„ასევე მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები გვაქვს ტურიზმის მიმართულებით. 2017 წლის მაისში ტურიზმი გაიზარდა 14%-ით. რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ შიდა ფაქტორებს, მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები გვაქვს კაპიტალური ხარჯების მიმართულებით, მთავრობის კაპიტალური ინვესტიციები იზრდება, რაც დადებითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. ჯამში, გაუმჯობესებული საგარეო ფაქტორების და მთავრობის სწორიე კონომიკური პოლიტიკის ფონზე ჩვენ წლის ბოლომდე ზრდის დადებითი ტენდენციების გაგრძელებას ვვარაუდობთ“-განაცხადა ჯავახაძემ.

2017 წლის მაისში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზეც ხდება დაკვირვება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის მაისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
• დამამუშავებელი მრეწველობა - ზრდა 8%;
• ტრანსპორტი - ზრდა 15%;
• ვაჭრობა - ზრდა 8%;
• სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება -ზრდა 23%;
• ოპერაციები უძრავი ქონებით - ზრდა 22%.
2017 წლის მაისში მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და შესაბამისი სექტორების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ:

2017 წლის მაისში გაიზარდა ექსპორტი:
o სპილენძის მადნები და კონცენტრატები- 134%-ით;
o ღვინო -60%-ით;
o სპირტიანი სასმელები - 93%-ით;
o მინერალური წყლები - 25%-ით;
o აზოტოვანი სასუქები - 16%-ით.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28.7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის მაისში წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 2.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.
საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის მაისშიგაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის: 24.2%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 115 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად,ამ მაჩვენებლის ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
პოზიტიური ტენდენციაა მომსახურების ექსპორტის თვალსაზრისითაც. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მაისში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 14%-ით (25.4 მლნ. აშშ დოლარით)გაიზარდა და 203.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მშპ-ს ზრდაზე პოზიტიური გავლენა აქვს კაპიტალური ხარჯების ზრდასაც. 2017 წლის მაისში კაპიტალური ხარჯების მაღალი ზრდა დაფიქსირდა, დაახლოებით 50 მლნ. ლარის ოდენობით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია და ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რამაც პოზიტიურიგავლენა მოახდინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა