logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ახალი ვალდებულებები ემატებათ
საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ახალი ვალდებულებები ემატებათ
18:03 29.06.2017
საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისა და ფრენების უსაფრთხოების ზედამხედველობის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქმედი ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობისა და საიმედოობის მონიტორინგს განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესი", რომელიც 1 ივლისიდან შედის ძალაში, წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მიმოსვლის სტაბილურობის და საიმედოობის განმტკიცებას, ავიაგადამზიდველების მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის მუდმივი შეფასების გზით. წესი შემუშავებულია ევროპარლამენტის 2008 წლის 24 სექტემბრის N 1008/2008 რეგულაციის მიხედვით და ზემოთაღნიშნულ მიზნებთან ერთად, მისი დანერგვით, საქართველო ახდენს „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით" (CAA-A) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ნორმატიული აქტის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოებზე, რომლებიც ფლობენ სააგენტოს მიერ გაცემულ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატებს და კომერციული მიზნით, საკუთრებაში არსებული და/ან იჯარით აღებული საჰაერო ხომალდით ახორციელებენ მგზავრის გადაყვანას, ფოსტის და/ან ტვირთის გადაზიდვას.


წესით გათვალისწინებული ვალდებულებები პროპორციულად ვრცელდება „ა" და „ბ" კატეგორიის საწარმოებზე:
• საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მიღებისა და ფინანსური საიმედოობის დადასტურების მიზნით, „ა" კატეგორიის საწარმოებმა (ექსპლუატაციაში არსებული საჰაერო ხომალდების მაქსიმალური ასაფრენი მასა არის ან აღემატება 10 ტონას და/ან რომლის ადგილებისრაოდენობა არის ან აღემატება 20-ს) პირველადი განაცხადით სააგენტოში უნდა წარმოადგინონ: საწარმოს მენეჯმენტის ბოლო ანგარიში და არსებობის შემთხვევაში გასული წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში, პირველი სამი წლის ბიზნესგეგმა, დაგეგმილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები მომდევნო სამი წლისათვის, ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ - საწვავთან, ბილეთებთან, ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები; ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით; დაწვრილებითი ინფორმაცია ავიაგადაზიდვების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ; არსებული და მოსალოდნელი საფინანსო წყაროების შესახებ მონაცემები, საბანკო ამონაწერი (რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი რომ დაფაროს ბიზნესგეგმის შესაბამისად გაწერილი პირველი სამი თვის ხარჯები, ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად) დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები პირველი სამი წლისათვის.
• „ბ" კატეგორიის საწარმოებმა (ექსპლუატაციაში არსებული საჰაერო ხომალდების მაქსიმალური ასაფრენი მასა ნაკლებია 10 ტონაზე და/ან რომლის ადგილების რაოდენობა ნაკლებია 20-ზე), პირველადი განაცხადით სააგენტოში უნდა წარმოადგინონ აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველის წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას წესის მოთხოვნების შესრულებაზე, რათა საწარმოს ფინანსური მდგრადობა გარანტირებული იყოს არა მხოლოდ მოწმობის გაცემის დროს, არამედ მისი ფუნქციონირების პროცესში.


საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკისა და ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციის შესაბამისად, წესი აგრეთვე ითვალისწინებს მოწმობის მინიჭების უფლებამოსილებას მხოლოდ იმ საწარმოებისათვის, რომელთა გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირებს არ აქვთ ცუდი საქმიანი რეპუტაცია („Proof of good repute"), არ არიან ნასამართლევი ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკური დანაშაულისათვის ან ისეთი ქმედებებისათვის რომელმაც მათი მმართველობის დროს საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია და ა.შ.

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესზე მუშაობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2012 წელს დაიწყო. ნორმატიული აქტის პროექტის გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ავიაკომპანიასთან. წესის პროექტის მიმართ არსებობს დადებითი დასკვნა ევროკავშირის ექსპერტების (TRACECA Civil Aviation II" Project) მხრიდან.

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესთან ერთად, 1 ივლისიდან ძალაში შედის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წესები „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ" და „მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის შესახებ"

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა