logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
გიორგი გახარია სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
18:01 29.06.2017
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი გახარიამ და კარენ კარაპეტიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და განიხილეს ის მნიშვნელოვანი გეგმები, რომლებიც ორი ქვეყნის მთავრობების ძალისხმევით სავაჭრო ბრუნვის, ტურიზმის, ექსპორტის გაზრდის, ერთობლივი საწარმოების შექმნისა და პროდუქციის მესამე ქვეყნებში ბაზრებზე წვდომის მიმართულებით მუშავდება. გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არამხოლოდ ორმხრივი, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მიმართულებითაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორივე ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო საკითხებზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არ არსებობს რაიმე პოლიტიკური სირთულე, ძირითადი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ ეკონომიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი კომპანიების ურთიეთთანამშრომლობის გაძლიერებას, ვაჭრობის განვითარებას, ჩვენი კომპანიების მიერ საერთო წარმოებების შექმნას მესამე ბაზრებზე წვდომისთვის, ტურიზმის, ლოგისტიკური მიმართულებების, მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას და ა.შ. რეალურად, ჩვენ ვქმნით უწყებათაშორის ურთიერთობის განვითარების ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელმაც კერძო ბიზნესს უნდა შეუქმნას საფუძველი, ურთიერთთანამშრომლობით გააღრმავონ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კარენ კარაპეტიანთან გამართულ შეხვედრას გიორგი გახარიასთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა