logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაღდათის რაიონში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმო დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაღდათის რაიონში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმო დაათვალიერა
11:56 29.06.2017
ბაღდათის მუნიციპალიტეტში,საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, იმერეთის გუბერნატორის მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად,თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „აგროლეინი“დაათვალიერადა კომპანიის კუთვნილ 6 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის ბაღში მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „აგროლეინი“ იმ წარმატებულ საწარმოთა სიაშია, რომლებმაც სახელმწიფოს ხელშეწყობით საერთაშორისო სტანდარტის საწარმოები შექმნეს.
კომპანიაში „აგროლეინი“ ლურჯი მოცვის და ჟოლოს გადამუშავება ხორციელდება. კომპანია წლიურად 12 ტონაგაყინულჟოლოს და 56 ტონა გაყინულ მოცვსაწარმოებს. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. საწარმო, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული 2016 წელს აშენდა. რაც შეეხება კომპანიის კუთვნილ მოცვის ბაღებს, წელს 1 ჰექტარზე 10 ტონა მოსავალს ელოდებიან. სეზონურად კომპანია ბაღებში 100-მდე ადგილობრივს ასაქმებს.
„სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურიმხარდაჭერით აგრარულ დარგში მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მივიღეთ და კომპანია„აგროლეინი“ ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. ჩვენი სამინისტროს ხელშეწყობით, „აგროლეინის“ პროდუქცია დუბაიში აგროგამოფენაზე „გალფუდი 2017" იყო წარმოდგენილი. გამოფენა „Gulfood” საერთაშორისოვაჭრობისადაკომერციისუდიდესცენტრსწარმოადგენს, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილმა საწარმოებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქცია წელს პირველად წარადგინეს. ასეთი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობა ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას უწყობს ხელს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ „აგროლეინის“ პროდუქციის ექსპორტისპარსეთის ყურის ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კომპანია „აგროლეინი“„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 455,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან,182,000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 227,500 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიამ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღო. ISO:22000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 12,000 აშშ დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 3,600 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 6,000 აშშ დოლარის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა, ხოლო დარჩენილი, 2,400 აშშ დოლარის გადახდა ბენეფიციარმა თავად უზრუნველყო.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა