logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა ქართულ კომპანიებს თანამშრომლობა შესთავაზა
ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა ქართულ კომპანიებს თანამშრომლობა შესთავაზა
16:12 28.06.2017
ქართული კომპანიების ავღანეთის ბაზრებზე საქმიანობის შესაძლებლობა განიხილა ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილჰაკიმიმ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრა თბილისის სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილჰაკიმიმ საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე ავღანეთის ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა და იმ სექტორებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც შესაძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართულ ბიზნესთან. მათ შორის, საუბარი წარიმართა ენერგეტიკაზე, სამშენებლო სექტორზე, სატრანსპორტო გადაზიდვებზე და სხვ. მან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს ავღანეთში ქართული კომპანიებისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ მათ მიიღონ მონაწილეობა როგორც სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში, აგრეთვე იმ სამშენებლო პროექტებში, რაც ავღანეთში ხორციელდება.
მინისტრმა ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა „ლაპის ლაზულის“ მარშრუტი, რომელიც გააერთიანებს ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მიმართული იქნება ტვირთბრუნვის გაზრდაზე აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით ევროპასა და აზიას შორის.
ავღანეთის ფინანსთა მინისტრი აგრეთვე გამოვიდა ინიციატივით, საქართველოსა და ავღანეთს შორის ერთობლივი ბიზნეს-საბჭო ჩამოყალიბდეს, რომელიც ორივე ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს კავშირების დამყარებასა და შემდგომ განვითარებაში დაეხმარება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა