logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: სამრეწველო ჯიშთა გამოცდის შედეგად მიღებული სათესლე მასალა კომერციულად ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება
ლევან დავითაშვილი: სამრეწველო ჯიშთა გამოცდის შედეგად მიღებული სათესლე მასალა კომერციულად ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება
11:00 28.06.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ღონისძიებას „ხორბლის მინდვრის დღე 2017“ დაესწრო.
„აგროსფეროს” და მისი პარტნიორი სათესლე მასალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის „საათბაუ” ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადემონსტრაციო ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო კომპანიის „საათბაუ“ წარმოებული საშემოდგომო ხორბლის ჯიშები: ამანდუსი, აქტივუსი, გალუსი, ამიკუსი, ლუპუსი და ბალიტუსი, ასევე საშემოდგომო ქერი „კარმინა” და ტრიტიკალე „ჰელტოპი”.
ღონისძიების ფარგლებში ფერმერები ნაკვეთზე ჩატარებულ აგროტექნიკურ სამუშაოებს გაეცნენ და წარმოდგენილი ჯიშების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ჯიშების არსებობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს საკანონმდებლო ბაზა ჯიშთა სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ, რომელიც ქმნის წინაპირობას, გვქონდეს მაღალხარისხიანი, მაქსიმალურად სანდო სათესლე მასალა. სწორედ ამისთვის იქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთები და სამრეწველო ჯიშთა გამოცდის შედეგად მიღებული სათესლე მასალა კომერციულად ხელმისაწვდომი ხდება ფერმერებისთვის“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
გამართულ ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე და გიორგი ჩხეიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე, მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის წარმომადგენლები და სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები ესწრებოდნენ.
სამომხმარებლო ბაზრისთვის შეთავაზებამდე „აგროსფერო” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად ცდის შესათავაზებელ სათესლე მასალას და მიღებული შედეგებისა და ანალიზის საფუძველზე არჩევს ადგილობრივ კლიმატურ პირობებსა და გარემოზე მორგებულ ჯიშებს. კომპანია მუდმივად იწვევს ფერმერებსა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს ღონისძიებებზე და დეტალურად აცნობს წარმოდგენილი კულტურების ახალ ჯიშებსა და მათი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა