მიმდინარე წლის 28 – 29 ივნისს საქართველოში ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმის ვიზიტი გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, ავღანელი სტუმარი პირველ შეხვედრას პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართავს.
აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორისაა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში ურთიერთობისა და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობას განვითარება. აგრეთვე, საქართველოს წარმატებები რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
ვიზიტის მსვლელობისას, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილჰაკიმისაქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, რომლის დროსაც საქართველოს აგრო და სამრეწველო სექტორის შესაძლებლობებს გაეცნობა.
29 ივნისს, ვიზიტის მეორე დღეს, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილჰაკიმი ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და მათი საქმიანობას შეისწავლის.

















