logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზენტაციას -„ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ დაესწრო
დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზენტაციას -„ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ დაესწრო
13:12 26.06.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ,,ექსპოჯორჯია“-ში გამართულ პრეზენტაციას -„ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ დაესწრო. მიკროსიმძლავრის სადგურების სისტემის ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური. გამომუშავებული ელექტროენერგია კი - თავადვე მოიხმაროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტოენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, მომხმარებელი მას ნეტო აღრიცხვის ქსელში გაუშვებს.
პრეზენტაციაზე მოხსენება გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ღონისძიებას ასევე დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.
პრეზენტაციის შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ენერგოეფექტურობის მხარდასაჭერად საგადასახადო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს ამჟამად პარლამენტი განიხილავს. მისი განცხადებით, ცვლილებების მიხედვით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელები ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვისას საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ნეტო აღრიცხვის სისტემა უკვე მოქმედებს და გამომუშავებული ენერგიის საერთო ქსელში მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურების მიღებას და ყოველთვიურად, ქვითარში არსებული სხვაობით ანგარიშსწორებას გულისხმობს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური (ე.წ. ნეტო აღრიცხვა), როგორც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. აღნიშნული ცვლილებით, საცალო მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა, დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა