logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ
კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ
12:03 26.06.2017
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებით ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული "კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნები წესი" დამტკიცდა.

აღნიშნული წესის მიზანია კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნებით საბანკო სექტორის გამჭვირვალობის ამაღლებისა და, შედეგად, საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მოცემული წესი კომერციულ ბანკებს ავალდებულებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა მატერიალური საკითხების შესახებ.

მოცემული ბრძანებით უქმდება არსებული "კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარების გამჭვირვალობის წესი" და ახალი წესით დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნება კვარტალური და წლიური პერიოდულობით მოითხოვება. ახალი ბრძანებით განსაზღვრული კვარტალური ანგარიშგება ანაცვლებს კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების ამჟამინდელ ფორმას. ამასთან, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების გარდა, კომერციული ბანკები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ წლიური ანგარიშგება, რომელიც საზედამხედველო მაჩვენებლების რაოდენობრივი ინფორმაციასთან ერთად, მოიცავს ბანკის კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ პილარ 3 ბაზელ III-ის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის განახლებულ ჩარჩოზე მუშაობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა 2015-2017 წლებში დაასრულა. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჩარჩოს მოთხოვნების ანალიზს თანმიმდევრულად ახორციელებდა. ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები შეესაბამება ბაზელის კომიტეტის განახლებული პილარ 3-ის ჩარჩოსა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ჩარჩოს დანერგვას ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა