logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში აჭარაში "ნოვას" ახალი ფილიალი გაიხსნა
,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში აჭარაში "ნოვას" ახალი ფილიალი გაიხსნა
18:47 25.06.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია შპს ,,ნოვას“ ადლიის ფილიალის გახსნას დაესწრნენ. შპს ,,ნოვას" ადლიის ფილიალი ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში აშენებული საწარმოა. საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს „ნოვას“ ტექნიკურმა დირექტორმა რამაზ ირემაძემ გააცნო.
სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ 2007 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ საწარმოებში იქმნება 40-ზე მეტი დასახელების სამშენებლო პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ კომპანია ხარისხის დამადასტურებელ სათანადო სერთიფიკატებს ფლობს, რაც პროდუქციის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას ადასტურებს.
შპს „ნოვას“ ადლიის ფილიალის განვითარებისთვის დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსდა „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზება კი კომპანიამ თავად შეძლო.
ამ დროისთვის კომპანიაში სულ 215 ადამიანი, ხოლო ადლიის ფილიალში 54 ადამიანია დასაქმებული. შემდეგი ორი წლის განმავლობაში იგეგმება დამატებით 20-30 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა.
,,როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ახალ მშენებლობებზე, გვჭირდება მეტი საწარმო, მეტი ქარხანა. ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ეს საწარმო სარგებლობს 2 მლ დოლარის სესხით სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში. თქვენ ხედავთ, რომ აშენდა თანამედროვე ტიპის საწარმო მრავალფეროვანი პროფილით. აქ მზადდება 40-ზე მეტი დასახელების სამშენებლო პროდუქტი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
სულ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აჭარის რეგიონში დაფინანსებულია 21 პროქტი,რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 35 536 966 ლარს შეადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა