logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ოზურგეთში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
ოზურგეთში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
11:42 24.06.2017
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, ოზურგეთში ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, სადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ისაუბრეს DCFTA-სფარგლებშიგანხორციელებულდადაგეგმილრეფორმებზე, სხვადასხვასახელმწიფო-საგრანტო პროგრამების, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ.
„დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში მეწარმეებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ჩვენ მათ გავაცანით DCFTA-ით აღებული ვალდებულებები და ის სარგებელი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებას მოაქვს, ასევე განვიხილეთ მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პრობლემები. ასეთი სახის შეხვედრები სისტემატურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს განხორციელების პროცესში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრების დროს ხდება პრობლემების იდენტიფიკაცია, რაც სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეხმარება შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
„გურიაში მეწარმეებს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, განვუმარტეთ სახელმწიფოს როლი და საქმიანობა ამ საქმეში როგორც საკანონმდებლო რეფორმების, ისე კონკრეტული მიზნობრივი პროგრამების კუთხით, რომლებიც ხელს უწყობს წარმოების ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას“ - აღნიშნა კერესელიძემ.
მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას გენადი არველაძესა და ნოდარ კერესელიძესთან ერთად გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა