logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებს საქართველოში ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებს საქართველოში ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო
17:04 23.06.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და ლაშა ხუციშვილი.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და იმ რეფორმებზე, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი განცხადებით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში 27 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 4,7 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდში, ასევე, 16 პროცენტითაა გაზრდილი ბიზნესის გამოშვება და 19 პროცენტით - ბრუნვა. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება მნიშვნელოვნად გაზრდილ მაჩვენებლებზე ექსპორტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მან, ასევე, ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.
პირველი ვიცე-პრემიერის შემდეგ, პრეზენტაციები გააკეთეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა. კერძოდ, ნიკოლოზ გაგუამ ისაუბრა ლარიზაციის სამთავრობო გეგმასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აღნიშნული გეგმის შესაბამისად არის მიღებული. 2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილება მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ, 1 ივლისს ამოქმედდება. ექვსთვიანი პერიოდი მეწარმეებს მარკეტინგული აქტივობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიეცათ.
ლარით დადების წესის დარღვევაზე ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური განახორციელებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი კარგადაა მომზადებული, რათა კანონის ადმინისტრირება განხორციელდეს. გარდა ამისა, სამსახურმა ბიზნეს სექტორისთვის საინფორმაციო-საცნობარო ღონისძიებები ჩაატარა.
საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა. აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტს საქართველოს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით მომავალ კვირას განიხილავს. კოდექსის თანახმად, აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. გარდა ამისა, კოდექსში ზუსტდება არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ცვლილების ნაწილი, ასევე, მომზადდა ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი კონსულტაციების შედეგად ბიზნეს-სექტორთან.
პრეზენტაციების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაგეგმილ ცვლილებებს ლარიზაციის მიმართულებით ბიზნესი მომზადებული ხვდება. ითქვა, რომ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მიმართულია როგორც ბიზნესის, ისე ზოგადად, ეკონომიკის განვითარებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა