logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
DCFTA-ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
DCFTA-ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
15:14 23.06.2017
დღეს ზუგდიდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. საუბარი DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას შეეხო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებზე, DCFTA-ს გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, მათ შორის DCFTA-ს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებზე ისაუბრეს.
„მრგვალი მაგიდის ფორმატში კერძო სექტორთან განვიხილეთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნული შეთანხმების ძირითად საკითხებზე, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობის, საბაჟო სფეროს და სხვა მიმართულებებს, მათ შორის, ადგილობრივი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შეღწევადობას, იმ წარმატებულ მაგალითებს, რომლებიც გვაქვს უკვე ახალი პროდუქტების ბაზარზე განთავსების მიმართულებით. ასევე ჩვენ მოვისმინეთ კერძო სექტორიდან ის საჭიროებები, რომლებიც მათ აქვთ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის წარმოებასა და გატანასთან დაკავშირებით“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ინფორმაციით, შეხვედრა ემსახურება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მეწარმეების ცნობადობის ამაღლებას.
„ჩვენ მზად ვართ ფერმერებთან ერთად განვიხილოთ ის პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან პროდუქციის წარმოების, ექსპორტისა და სტანდარტების დანერგვის დროს. შემდეგ,შესაბამისმა უწყებებმა უნდა გავითვალისწინოთ ეს პრობლემები და ჩვენი პოლიტიკის დაგეგმის დროს განვსაზღვროთ ახალი მიმართულებები“ - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს განხორციელების პროცესში.2017 წლის განმავლობაში უკვე გაიმართა ორი რეგიონალური შეხვედრა შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა