logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: პორტალი DCFTA.GOV.GE იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქართველი მეწარმეებისთვის
პრემიერი: პორტალი DCFTA.GOV.GE იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქართველი მეწარმეებისთვის
11:58 22.06.2017
ვებგვერდი DCFTA.GOV.GE იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოს განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რათა მათ გამოიყენონ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ახლად შექმნილი ინტერაქტიული ვებპორტალი, რომელზეც ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად იქნება განთავსებული ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ძალიან კარგი პლატფორმა იქნება.

მთავრობის მეთაურმა პროექტზე მუშაობისთვის, მის შექმნასა და წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე - ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გერმანიის საელჩოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას - GIZ-ს.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზის ევროპის ბაზარზე დაშვების საკითხს.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ უფრო და უფრო მეტი სახეობის ქართული თევზის დაშვება ხდება ევროპის ბაზარზე, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ძალიან ზრდის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა