logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გიორგი ზვიადაძე უხელმძღვანელებს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გიორგი ზვიადაძე უხელმძღვანელებს
12:34 21.06.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. გიორგი ზვიადაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა და მოვალეობის შესრულებას 21 ივნისიდან შეუდგება.
"სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ჩვენს ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მიმართულებით, შესაბამისად, გვჭირდება უფრო ეფექტური და თვალსაჩინო შედეგები. ეს არის ძირითადი მიზანი და ამოცანა, რომელიც დღეს სააგენტოს წინაშე დგას. ვიმედოვნებ, რომ ახალ ხელმძღვანელთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად ბევრი სიახლე გექნებათ. ამოცანები, რომელსაც თქვენ ასრულებთ, არის საინტერესო, ახალი, გამომწვევი და იმედი გვაქვს, რომ გაორმაგებული ენერგიით და შედეგებით გააგრძელებთ თქვენს საქმიანობას“ - განუცხადა სააგენტოს თანამშრომლებს გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციური ცოდნის მიტანა თითოეულ მოქალაქესთან და იდეების კონკრეტულ ბიზნესპროდუქტებად კონვერტირება, რა მიმართულებითაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს „მინდა, რომ რაც შეიძლება მალე წარმოადგინოთ კონკრეტული გეგმები, სად მივდივართ, რა გვაქვს უახლოესი ნაბიჯები და ვიმსჯელოთ იმ პროექტებზე, რომლებსაც წარმატებით განახორციელებთ“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი ზვიადაძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მაგისტრატურა, ლიტვის Mykolas Romeris და ბრიტანეთის Middlesex უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები. 2016-2017 წლებში ზვიადაძე ვილნიუსში კომპანია Langua Paslauga-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების მენეჯერი იყო, 2012-2017 წლებში საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
2009 წელს დააფუძნა და 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა კომპანია ”გლობალ სელის,” 2004-2006 წლებში კომპანია ”ჯეოსელში” ინოვაციების და ახალი პროდუქტების კონტრაქტორი-მენეჯერი იყო. არის არაერთი კომპანიის დამფუძნებელი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გიორგი ზვიადაძეს სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს.
"გასული ორი წლის მანძილზე ლიტვაში ვმუშაობდი კვლევაზე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ინოვაციური ეკოსისტემის პლატფორმის შექმნის, მოდელირების და მართვის შესახებ და მგონია, რომ იმის რეალიზება, რაზეც ვიმუშავე ორი წელიწადი, საქართველოში ყველაზე უკეთ ტექნოპარკში შეიძლება. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი ეს ძალიან მაგარი ორგანიზაცია იმსახურებს იმას, რომ მთელი გულით და სულით ვემსახურო მის განვითარებას. მზად ვარ იმისთვის, რომ მთელი ჩემი უნარები, დრო, ენერგია, გამოცდილება მოვახმარო და ის ვაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, რაც ყველაზე უკეთ მესმის“ - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრისას.
მისი შეფასებით, ქართველების გონებრივი შესაძლებლობები არის ძალიან ძლიერი, ბევრი იდეა არსებობს და ამ იდეების გადაქცევა ბიზნესპროექტებად არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. „ასეთმა პროექტებმა სარგებლობა უნდა მოუტანოს არამხოლოდ ტექნოპარკს, არამედ ზოგადად საქართველოს, სადაც იქნება მომგებიანი კლიმატი ამ კუთხით ინვესტირებისთვის. ქართული ინოვაციები არის ბრენდი ბევრი სხვა ქვეყნისთვის და გვინდა, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავოთ“ - აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა