მიმდინარე წლის 20 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა
20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4082 შეადგინა.
სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა გუშინაც განახორციელა და 10 მილიონი დოლარი შეისყიდა.

















