logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრების შეხვედრა გახსნა
გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრების შეხვედრა გახსნა
12:04 20.06.2017
დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში შეხვედრაგაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 90-ზე მეტი დელეგატი და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიესწრებოდნენ. ღონისძიება აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის მიზანი CAREC-ის ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის მოსამზადებელი პროცედურების განხილვა იყო. მთავრობის წარმომადგენლებმა, თავიანთი სფეროების შესაბამისად, გამოთქვეს მოსაზრებები და დასახეს სამომავლო აქტივობები სტრატეგიის ფარგლებში.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გახსნა. „დღეს საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს, რომელიც წელიწადში 2-ჯერ იმართება. CAREC-ს კოორდინატორი წელს ტაჯიკეთია, მაგრამ საქართველო, როგორც შეხვედრების პლატფორმა, ვმასპინძლობთ დღევანდელ შეხვედრას. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის თანამშრომლობა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან სხადასხვა ეკონომიკური და ენერგეტიკული დერეფნების განვითარების მიმართულებით, ასევე ვთანამშრომლობთ ვაჭრობასა და საბაჟო სფეროებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია,რათა ქვეყნებს შორის განვითარდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ერთმანეთის პროდუქციის განთავსებას აღნიშნულ ბაზრებზე“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა შონ სილვერმა. „დღეს ჩვენ ვსაუბრობთ CAREC-ზე, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობას გულისხმობს. ყველა ქვეყანა, მათ შორის ცენტრალური აზია, კავკასია და სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყანა ერთმანეთთან თანამშრომლობის გამტკიცებაზე მსჯელობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ვაჭრობა. დღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, როგორიც ახალი სტრატეგიიის შემუშავებაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო პროცესში აქტიურად ჩაერთვება, როგორც პროგრესული ქვეყნა და დაგვეხმარება, გავხდეთ ლიდერები რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე ქვეყნის ჩართულობა, საქართველოსთან ერთად, CAREC-ს დამატებით სარგებელს მოუტანს“- აღნიშნა შონ სილვერმა.
საქართველო CAREC-ს რეგიონული ორგანიზაციაში 2016 წლის ოქტომბერში შეუერთდა და მისი მე-11 წევრი გახდა. საქართველოს გარდა,ორგანიზაციაში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩინეთი. სხვდასხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, CAREC ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, რაც მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტიციების განვითარებას, სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გაზრდას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლო პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა