logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა
გიორგი გახარია მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა
21:55 19.06.2017
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს, მმართველობითი სტრუქტურებისა და განვითარების გეგმას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ. ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის TUM-თან თანამშრომლობით განვითარდებაზე ისაუბრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებული ორგანიზაცია TUM International-ის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრას TUM-ის განათლებისა და ადმინისტრირების პოლიტიკის მიმართულების კოორდინატორი გია ხუბუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლიგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი, ფონდ ,,ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ,,თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კერესელიძე და პროექტის მენეჯერი ვახტანგ ცაგარელი ესწრებოდნენ.
კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში 140 ჰექტარზე გაშენდება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და ფონდი „ქართუ” აფინანსებს.
პროექტზე მმართველი საბჭო იმუშავებს, რომლის შემადგენლობაში მიუნჰენის უნივერსიტეტის, ასევე - საქართველოსა და ბავარიის მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან.
სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე უნივერსიტეტის მართვისა და სამეცნიერო თუ ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება მიუნჰენის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სტანდარტები.
მიუნხენის უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს.
დეტალები გაწერილია თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც დღეს მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებულ ორგანიზაცია TUM International-სა და აიპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს“ შორის გაფორმდა.
TUM International-თან გაფორმებული ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს, გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა