logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი "ფერეროს" სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა
გიორგი კვირიკაშვილი "ფერეროს" სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა
21:39 19.06.2017
„ფერერო" საქართველოსათვის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის არა ერთ-ერთი, არამედ, ალბათ ყველაზე ეფექტური მაგალითია; ეს არის კომპანია უდიდესი გამოცდილებით, რომელთა გამოცდილებისა და ტექნოლოგიის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა საქართველოსათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფერეროს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის, როგორც პრიორიტეტული სფეროს განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და თხილის ექსპორტის დიდ პოტენციალზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივისა და Heritage Foundation-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალია, ხოლო კორუფციისგან თავისუფლების კუთხით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა, გამოირჩევა სტაბილურობითა და განჭვრეტადი მომავლით, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის უმთავრესია.
პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად განათლების სისტემა დაასახელა.


„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მოთხოვნაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემა. ამასთან, მიზნად ვისახავთ, პროფესიული განათლების სასარგებლოდ შევცვალოთ ძალიან არაჯანსაღი განსხვავება უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობას შორის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


რეფორმების მეორე მიმართულება, რომელიც ქვეყნის სივრცით განვითარებას გულისხმობს, პრემიერის თქმით, ოთხ წელიწადში აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ტრასებისა და ყველაზე აქტუალურ ტურისტულ წერტილებამდე მიმავალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზების აშენებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სივრცითი მოწყობა საირიგაციო სისტემის გაუმჯობესებასაც გულისხმობს, რაც სოფლის მეურნეობისა და მეზობელ ქვეყნებთან არსებული ელექტრონული ტრანსმისიის ხაზებისთვის უმნიშვნელოვანესია.


„ეს მიმართულება საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალის გაძლიერების კუთხითაცა ყურადსაღებია. გარდა ამისა, ეს მიმართულება გულისხმობს შავი ზღვის აღმოსალეთ ნაპირებზე ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ეს არის საქართველოში განხორციელებული კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის უდიდესი მაგალითი და ჩვენ მოხარულნი ვართ ამ პროექტის წარმატებული იმპლემენტაციის შედეგებით, რაც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი", - განაცხადა პრემიერმა.


მესამე მიმართულება მმართველობითი სისტემის რეფორმას, კერძოდ, დაინტერესებულ პირთა ტიპების მიხედვით ინკლუზიური პლატფორმების შექმნას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრმა მაგალითად დაასახელა ინვესტორთა საბჭო, რომლის ფარგლებში, საქართველოს უდიდესი ბიზნესასოციაციები, უმთავრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები დაგეგმილ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვახდენთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას და ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს, რომლებიც, სხვა სფეროებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სექტორზეც უდიდეს გავლენას ახდენს. ეს მნიშვნელოვანია მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნესწრეების ცნობიერების გასაზრდელად, რათა ბიზნესგარემო სულ უფრო გამჭვირვალე და განჭვრეტადი გახდეს. მოქმედებს ანალოგიური ტიპის პლატფორმები დაინტერესებულ პირთა სხვადასხვა კატეგორიისათვის. მათ შორის, აღსანიშნავია მეცნიერებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ პირთათვის მოქმედი პლატფორმა. იქმნება ახალი პლატფორმა, სადაც წარმოდგენილი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლები. ყველაზე რთული განსახორციელებელი იქნება, თუ ჩვენი მცდელობისა და დიდი სურვილის შედეგად, შევქმნით ანალოგიურ პლატფორმას პოლიტიკური პარტიებისთვისაც - ეს ყველაზე რთული განსახორციელებელია, თუმცა უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მეოთხე მიმართულება, სადაც, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, საგადასახადო სისტემის რეფორმაა. კერძოდ, დაინერგა მოგების გადასახადის ესტონური მოდელი. პრემიერმა ისაუბრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზომის ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციაზე და აღნიშნა, რომ 2017 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, რეალური მშპ 4,3%-ით გაიზარდა; 29%-ით გაიზარდა ექსპორტი; ტურისტების რაოდენობა - 22%-ით; ხოლო ფულადი გზავნილების მაჩვენებელი - 26%-ით.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის მეოთხე მიმართულების ფარგლებში, მომავალი წლის მესამე კვარტლიდან, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ყოვლისმომცველი რეფორმაც იგეგმება.

„შედეგად, 3-4 წელიწადში მივიღებთ მოქმედ საპენსიო სისტემას, რომელსაც შეეძლება ადგილობრივი საინვესტიციო კაპიტალის სახით რამდენიმე ასეული მილიონის წარმოება და ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი ამ თანხის ათვისებას სრულად შეძლებს. ეს ბაზარი დაუკავშირდება მოწინავე ევროპულ პლატფორმას. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი იქნება სრულიად ხელშესახები და გამოყენებადი გლობალურ ქსელში. ეს არის უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა, რომელიც არსებული ტექნოლოგიური და პროგრამული სისტემების კომბინაციას ისახავს მიზნად. ის რევოლუციურ შედეგებსა და საქართველოს ეკონომიკისათვის არნახულ წინსვლას მოიტანს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ერთი სარკმლის პრინციპის დანერგვაზე ფიზიკური პირებისა და ბიზნესსექტორისათვის გამიზნული სერვისების მიწოდების კუთხით, რაც მმართველობითი სისტემის ნაწილია და აღნიშნა, რომ ყველა მომსახურება, ყველა სამთავრობო დაწესებულების ფრონტ-ოფისი ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.
მთავრობის მეთაური სიტყვით გამოსვლისას ასევე მიწათმესაკუთრეობის უფლებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვმართებს მოსახლეობაში არსებული შიშისა და მათი ნების გათვალისწინება. ჩვენ შევზღუდავთ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილება რეტროაქტიული ძალის არ იქნება - ის არ შეეხება უკვე არსებულ საკუთრებასა და მესაკუთრეთა უფლებამონაცვლეობას. გარდა ამისა, იმოქმედებს გრძელვადიანი იჯარის შესაძლებლობა - მიწა გაიცემა შესაბამის მსურველებზე გამჭვირვალე პროცედურის შესაბამისად. პრობლემა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სფეროში არ არსებობს", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია „ფერეროს" ნათელი მომავალი უსურვა და საერთაშორისო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა