საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს სამინისტროს ახალი ვებგვერდის პრეზენტაციას
დაესწრება.
პრეზენტაცია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება და მას მინისტრის გარდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი კატია კამერერი და სხვა სამთავრობო და კერძო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელიც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პრეზენტაცია 11.30 საათზე დაიწყება.

















