logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ნორმატიული აქტები მიიღო
მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ნორმატიული აქტები მიიღო
09:18 17.06.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის, ასევე მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესები დაამტკიცა.
ნორმატიული აქტები შემუშავებულია შესაბამისი ევროპული რეგულაციების (785/2004, 2027/97), ასევე ,,საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ მონრეალის 1999 წლის კონვენციის მიხედვით და მათი მიზანია მგზავრთა და მესამე პირთა უფლებების დაცვა, ავიაკომპანიებისათვის მინიმალური სადაზღვევო მოთხოვნების დაწესებით - მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირის მიმართ და მგზავრების და მესამე პირების უფლებების დაცვა მგზავრის გარდაცვალების/სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის შეფერხების, ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას. ნორმატიული აქტები 1 ივლისიდან შედის ძალაში.
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N95 ბძანების თანამხად, ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირის ფრენასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ასევე ნებისმიერი ფრენის დაზღვევა. წესის თანახმად, მინიმალური დაზღვევის ვალდებულება განსაზღვრულია „SDR“-ით (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებული საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიცნაწილდება მის წევრ-სახელმწიფოებზე კვოტის პროპორციულად) და შეადგენს:
• 2700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 250 000 SDR-ს;
• 2700 კგ ან 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 100 000 SDR-ს;
• ბარგზე – 1 131 SDR-ს თითოეულ მგზავრზე კომერციული ფრენისას;
• ტვირთზე – 19 SDR-ს თითოეულ კილოგრამზე კომერციული ფრენისას.
წესი ვრცელდება საქართველოში და საქართველოს გარეთ რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველებზე, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნიდან საქართველოში. პასუხისმგებლობა საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის მიერ ამ წესის მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებაზე უარის თქმას.
საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რომელსაც გააჩნია ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი), ამ წესის შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება წარმოეშვება მოქმედი სადაზღვევი პოლისის ვადის გასვლის შემდეგ.
„მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N96 ბრძანება განსაზღვრავს კომპენსაციის გაცემასშემდეგ შემთხვევებში:
• მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას (კომპენსაციის მინიმუმი განისაზღვრება 113 100 SDR-ის ოდენობით);
• მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას (კომპენსაცია განისაზღვრება 4 694 SDR-ის ოდენობით);
• ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას (კომპენსაცია განისაზღვრება 1131 SDR-ის ოდენობით).
წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებზე. სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, წარდგენილი უნდა იყოს შესაბამის სასამართლო ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან გადაყვანა-გადაზიდვების დღიდან ორი წლის განმავლობაში. 1 ივლიდიან, ნებისმიერი ავიაგადამზიდველი, ავიაბილეთების რეალიზაციისას, ვალდებული იქნება უზრუნველყოს მგზავრებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებში კომპენსაციის გაცემის თაობაზე, მათ შორის, კომპენსაციის მოთხოვნისათვის წარდგენის ვადებისა და ბარგთან დაკავშირებული სპეციალური დეკლარაციის გაკეთების შესაძლებლობის შესახებ.
ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებასთან, მგზავრთა, მათზე დამოკიდებულ პირთა და მესამე პირთა უფლებების დაცვასთან ერთად, აღნიშნული რეგულაციების დანერგვით საქართველო ახდენს „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (CAA-A) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც ევროპული რეგულაცია/დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციას გულისმობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა