logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის წლიური შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო
დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის წლიური შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო
13:22 16.06.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც სამხრეთ კორეაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, ბანკის წლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნაზე მოხსენება გააკეთა.
თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ბანკი ორიენტირებულია წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერაზე, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ბანკის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ვაჭრობასა და საფინანსო სფეროში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა პირველ 20 პროექტს შორის საქართველოში მიმდინარე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტიც შეიტანა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც ერთ-ერთი უმოკლესი სატრანზიტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს დასავლეთი-აღმოსავლეთის სატრანზიტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. მისი თქმით, საქართველო, რომელიც ოდითგან იყო დიდი აბრეშუმის გზის მონაწილე სახელმწიფო, დღეს აქტიურად მონაწილეობს ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“.
საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ გეგმის თანახმად იდგმება. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი აქცენტი გააკეთა სივრცითი განვითარების რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის საბაზო ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, აგრეთვე აღმოსავლეთ - დასავლეთისა და ჩრდილოეთ - სამხრეთის სავაჭრო დერეფნების განვითარებას. აღნიშნული გეგმის მიზანია, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის სრული გამოყენება, აგრეთვე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრეთვე ისაუბრა ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიზანსაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც დადებითად უნდა აისახოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებაში. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულმა რეფორმამ სტაბილური და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო უნდა შექმნას.
გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს სავაჭრო პრეფერენციებზე სხვადასხვა ქვეყანასთან და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების პოზიტიურ რეიტინგებზე.
ვიზიტის ფარგლებში, 17 ივნისს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რანგში ერთ-ერთ სესიას უხელმძღვანელებს. მოგვიანებით კი, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა