logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კინოპროდუქციის დაზღვევის შესახებ ღონისძიება 20 ივნისს გაიმართება
კინოპროდუქციის დაზღვევის შესახებ ღონისძიება 20 ივნისს გაიმართება
18:10 15.06.2017
მიმდინარე წლის 20 ივნისს, "ქორთიარდ მერიოტის" საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის „Circles Group“ წარმომადგენელი ენტონიო სტერი, სადაზღვევო ბროკერის „MAI Georgia“ და სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით კინოპროდიუსერებისათვის გამართავს პრეზენტაციას თემაზე: „კინოპროდუქციის დაზღვევა“. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს 20 ივნისამდე საშუალება ექნებათ გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია და დაუკავშირდნენ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენელს ქეთევან ჩუხუას ნომერზე: +995 555 749 921 (ელ- ფოსტა: kchukhua@enterprise.gov.ge)

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ შესაძლო რისკებს, რომლის დაზღვევა და ანაზღაურებაც შეიძლება კინოწარმოების დროს. ამასთანავე, მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ სადაზღვევო ბროკერმა „MAI Georgia“ და „Circles Group“-მა ერთად უკვე დააზღვიეს ორი კინოპროდუქცია, კერძოდ, ფილმი Landmine Goes Click და სერიალი Paradox. სწორედ აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, გადაღებების მსვლელობისას მომხდარი ორი ზარალი, სრულად იქნა ანაზღაურებული Circles Group”-ის მიერ.

საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის „Circles Group“ მიმართულებაა სპეციალური რისკების დაზღვევა, დაწყებული კინოწარმოების მოსამზადებელი პერიოდიდან ფილმის მონტაჟამდე, ასევე ღონისძიებებისა და გამოფენების დაზღვევა (კონცერტი, შოუ, გამოფენა, სემინარი და ა.შ.) აღსანიშნავია, რომ „Circles Group“ უკვე 20 წელზე მეტია რაც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს და დღეისათვის 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამასთანავე, წლევანდელი კანის ფესტივალი და მასზე წარდგენილი რამდენიმე კინოფილმი, სწორედ Circles Group-ის მიერ იყო დაზღვეული.

„MAI Georgia“ კი საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერ „MAI CEE“-ს წარმოადგენს და უკვე10 წელია რაც წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.

პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივაა, რომლის განმახორციელებელი უწყებაა სსიპ „აწარმოე საქართველოში“. პროგრამა საქართველოში გაწეული ე.წ. კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღებების ცენტრად ქცევას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჯამში განხორციელდა 6 პროექტი, საიდანაც 5 ფილმზე გადაღებები უკვე დასრულებულია, რომელთა შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. რიგით მე-6 ფილმის გადაღებები კი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება, სადაც 50-მდე ადამიანი დასაქმდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა