logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს აბულფას გარაევს შეხვდა
გიორგი გახარია აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს აბულფას გარაევს შეხვდა
11:33 15.06.2017
“ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ქვეყანა, რომელიც ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს იკავებს და ჩვენ გვსურს, რომ ტურიზმის სექტორში ურთიერთანამშრომლობის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბაქოში აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, აბულფას გარაევთან შეხვედრისას განაცხადა. ორი ქვეყნის მინისტრებმა ტურისტულად მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს და განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გაზრდას, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას.
გიორგი გახარიამ აბულფას გარაევს და აზერბაიჯანის მთავრობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში არამარტო ორმხრივი, არამედ რეგიონალური მნიშვნელობისაა.
"ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად რეგიონში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისა და ხელშეწყობისთვის. აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელიც ტურიზმის ინფრასტრუქტურულ განვითარებას უკავშირდება. ჩვენ ხაზი გავუსვით მნიშვნელოვან პლატფორმებს, სადაც ორივე ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობს. შევთანხმდით, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში ერთიან პროექტებს განვავითარებთ, რათა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების ცნობადობა ავამაღლოთ“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ კოლეგებს გააცნო ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ხორციელდება ტურიზმის ხელშეწყობისთვის. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შექმნიან სამუsაო ჯგუფებს და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლობენ კულტურული, ტურისტულად მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა–განხორციელებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. 2016 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 1 523 057, ხოლო 2017 წლის ხუთ თვეში უკვე 602 840 ადამიანი შეადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა