logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს იაპონელი ღვინის იმპორტიორები სტუმრობენ
საქართველოს იაპონელი ღვინის იმპორტიორები სტუმრობენ
11:21 15.06.2017
იაპონელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი, ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. ჯგუფის შემადგენლობაშია ასევე ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში. ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და შემდგომში იაპონელი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა.

კენიჩი ოჰაში ერთი თვის წინ სტუმრობდა საქართველოს და, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სწორედ მაშინდელი ვიზიტის შედეგად გადაწყვიტა, რომ საქართველოში უკვე იმპორტიორების ჯგუფთან ერთად ჩამოსულიყო. სტუმრები ეწვიენ 20-მდე ღვინის კომპანიას ქართლსა და კახეთში, სადაც დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ღვინოები. იაპონელ პროფესიონალებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კლასიკურ ღვინოებთან ერთად, ქვევრის ღვინომ მოახდინა.
როგორც იაპონელი იმპორტიორი, ტაკაკო ოსავა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბაზარზე უხვადაა იტალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები, მსგავსი ვიზიტების შედეგად, ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის საინტერესო გახდება.

„ქართული ღვინით აღფრთოვანებული ვარ. იაპონურ ბაზარზე არის ზოგიერთი ქართული ღვინო, რომლებიც უნიკალურია და სწორედ ამიტომ მომინდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და მენახა რა ხდება აქ ღვინის სფეროში. აქ ღვინის დიდი მრავალფეროვნებაა, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცოდით ამ ყველაფრის შესახებ. ქართული ღვინის ხარისხი ძალიან მაღალია, ფასი კი არც ისეთი ძვირია, ხელმისაწვდომია. ჩვენ გავსინჯეთ ევროპული სტილის ქართული ღვინოები და ტრადიციული ღვინოები. იმდენი განსხვავებული კატეგორიის ღვინოა და ყველა მათგანის ხარისხი მაღალი, ფასი კი მიმზიდველია იაპონური ბაზრისა და მომხმარებლისთვის.” - განაცხადა ტაკაკო ოსავამ.

ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ შემდეგ ღვინის საწარმოები: „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „მარანული“, „ფაფრის ველი“, „კარდენახის ღვინის მარანი“, „კახური ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ორგო“, „შუხმანის ვაინს ჯორჯია“, „მეღვინეობა ხარება“, „შუმი“, „ალავერდის მონასტერი“, „ვაზიანი კომპანი“, „საწნახელი“, „შალაური“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „გოცას ღვინოები“, ასევე ესტუმრნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს.

კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა