logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია აზერბაიჯანის ტრასპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრს შეხვდა
გიორგი გახარია აზერბაიჯანის ტრასპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრს შეხვდა
15:31 14.06.2017
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრ რამინ გულუზადესთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს და განიხილეს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე.
„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის სატვირთო და საჰაერო გადაზიდვების კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაზე. შეხვედრაზე განვიხილეთ ქართული და აზერბაიჯანული სტარტაპ კომპანიების დაკავშირების პერსპექტივები, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ, ორივე ქვეყანაში საკუთარი მიღწევები გააცნონ და გაუზიარონ როგორც კოლეგებს, ასევე პოტენციურ ინვესტორებს. ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში დავგეგმავთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, გვსურს, რომ ძალიან მალე შედგეს ქართული სტარტაპ კომპანიების ბაქოში ვიზიტი და მოხდეს მათი პროექტების გაცნობა ადგილობრივი საზოგადოებისთვის“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მისივე განცხადებით, აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს კომუნიკაციების სფეროში ურთიერთთანამშრომლობაზე. გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ამ სფეროში ქართული კომპანიები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ აზერბაიჯანულ კომპანიებთან. „ჩვენ ასევე განვიხილეთ საავტომობილო და საბორნე გადაზიდვების მიმდინარე საკითხები, შედგა შეთანხმება, რომ სამგზავრო გადაზიდვების მიმართულებით მოხდება ერთობლივი პროექტების განხორციელება, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში გვეწვევა საქართველოში და უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ შეთანხმებას“ – აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ბაქოში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, 13 ივნისს დაიწყო. ქართულმა მხარემ უკვე გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრთან და ტურიზმისა და კულტურის მინისტრთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა