logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია ბაქოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა
გიორგი გახარია ბაქოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა
11:15 14.06.2017
ორი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორობისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
„გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და დავგეგმეთ მომავალი ნაბიჯები, შევქმენით რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რათა გადავიდეთ ყოველდღიური მუშაობის რეჟიმშზე. ჩვენ კარგად გვესმის აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა როგორც სატრანსპორტო კორიდორების, ისე ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. აზერბაიჯანი არის საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, მათი მხრიდან იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხარისხის ზრდა ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ამ ურთიერთობების განვითარებაში ძალიან დიდი როლს თამაშობს ორმხრივი, მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის ბატონი გიორგი გახარიას დღევანდელი ვიზიტი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩემს კოლეგასთან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ სატრანსპორტო დერეფნების საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ახალი აბრეშუმის გზის შესახებ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანი და საქართველო, ასევე განვიხილეთ მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, ვისაუბრეთ სატრანსპორტო გადაზიდვების, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, ინვესტიციებისა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე“ – აღნიშნა შაჰინ მუსტაფაევმა.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების დღეს არსებული დონე ძალიან მაღალია. „მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია თითქმის ორმოცდაათი პროცენტით, რაც ძალიან სასიხარულოა. ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს, რომლითაც სამომავლოდ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის კიდევ გაზრდაა შესაძლებელი“ – განაცხადა მუსტაფაევმა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთთანამაშრომლობას ინვესტიციების სფეროში. „ჩვენი კომპანიები არიან მსხვილი ინვესტორები საქართველოში და და გვსურს, რომ აზერბაიჯანშიც უფრო მეტი ქართული კომპანია საქმიანობდეს, ვიდრე დღეს არის. შესაბამისად, ჩვენ ქართულ დელეგაციას გავაცანით აზერბაიჯანის საინვესტიციო გარემო და ის მიმართულებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს და მოიზიდოს ქართველი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა