logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს
დიმიტრი ქუმსიშვილი: JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს
10:14 13.06.2017
„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული ოფისის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან JICA-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტი შინიჩი კიტაოკა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლობის მნიშვნელობას, სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც მეშვეობითაც იაპონიის მთავრობა ეხმარება სხვა ქვეყნებს. სწორედ JICA-ს საშუალებით იაპონიის მთავრობა ახდენს სასესხო ინსტრუმენტების გამოყენებას. დღეს ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა გვაკავშირებს. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებს. ესაა, დაახლოებით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. ვსაუბრობთ დამატებით, დაახლოებით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

“JICA-სთვის კავკასიის რეგიონი ძალიან საინტერესოა. ჩვენ უკვე 25 წელია, რაც საქართველოსთან ვთანამშრომლობთ. საწყის პერიოდში გაწეული დახმარების მცირე მასშტაბების მიუხედავად, ის იყო შედეგიანი. წარმატებული საერთაშორისო ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ ინსტიტუციურად მომზადებულ ქვეყნებთან და ამ მხრივ, საქართველო იდეალური ქვეყანაა შემდგომი თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა JICA-ს პრეზიდენტმა, შინიჩი კიტაოკამ.

აღსანიშნავია, პირველი ვიცე-პრემიერი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს მიმდინარე წლის მაისში, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. როგორც აღინიშნა, JICA-ს პრეზიდენტის ვიზიტი, ხელს შეუწყობს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, JICA-ს საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელი იუკიჰო ეჯირი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, საქართველოს მთავრობის, ასევე, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა