logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლებს
ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლებს
15:07 12.06.2017
მიმდინარე წლის 5-6 ივლისს ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest”-ის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ, მეიერჟან მაიკენოვმა შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შეხვედრა ზურაბ პატარაძესა და მეიერჟან მაიკენოვმა შორის დღეს შედგა. სავაჭრო-საინვესტიციო მისიის მიზანი, რომელიც 5-6 ივლისს გაიმართება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოტენციალის გაცნობაა. მისიის ფარგლებში აჭარას ყაზახეთის 25 კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც ისეთ სფეროებს წარმოადგენენ, როგორებიცაა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, მშენებლობა, ფარმაცეფტიკა, კვება და ა.შ. გარდა ამისა, სავაჭრო-საინვესტიციო მისია ითვალისწინებს ვიზიტებს რეგიონის მსხვილ საწარმოებში და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვას. ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest”-ის მიერ ორგანიზებული სავაჭრო-საინვესტიციო მისია საქართველოში 2 ივლისს ჩამოვა. 4 ივლისამდე ყაზახი ბიზნესმენები შეხვედრებს თბილისში გამართავენ.
„ყაზახეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ყაზახური კომპანიები დიდი მოცულობის ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს რეგიონში. ამას ემსახურებოდა საინვესტიციო ტური ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვახორციელეთ და ამასვე ემსახურება ყაზახური კომპანიების სავაჭრო-საინვესტიციო მისია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო საშუალება რეგიონში მოქმედი ბიზნესისათვის ახალი სავაჭრო-საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახეთის ბიზნეს წრეებთან“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ასტანაში გამოფენა EXPO-2017-ის ფარგლებში იმყოფება. გამოფენის ფარგლებში შედგება ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ყაზახეთში. ეს საქართველოს პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილის ყაზახეთში პირველი ვიზიტი იქნება. ღონისძიებაში მონაწილეობას 125 ქვეყანა და 18 საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს. “ASTANA EXPO-2017”-ის სლოგანია FUTURE ENERGY. მონაწილე ქვეყნებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი ტექნოლოგიური და საინჟინრო მიღწევები, საინვესტიციო პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ქვეყნის კულტურა, სოფლის მეურნეოდა და სხვა.
გამოფენაში მონაწილეობა იძლევა ქვეყნის პოპულარიზაციის უნიკალურ შესაძლებლობას ყაზახეთის მასშტაბით და არა მხოლოდ; გაიცნოს მსოფლიომ საქართველო, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებელი, საინვესტიციო გარემოს სიმარტივით და ხელშეწყობით გამორჩეული ქვეყანა, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ჩვენს ენერგეტიკულ და სატრანზიტო შესაძლებლობებს, ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა