დიმიტრი ქუმსიშვილი: ფიზიკური პირები სესხების დოლარიზაცია 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდე, მთლიანი სესხებისა
კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე Camovida
„საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი კოეფიცენტი არაერთი ქვეყნისთვისაა სერიოზული გამოწვევა, რომელზეც პასუხის გაცემას მრავალი ქვეყნის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ცდილობს.
„ჩვენი ლარიზაციის სტრატეგიის იმპემენტაციის დაწყებიდან სულ რაღაც 5 თვე გავიდა და დღეს უკვე შეგვიძლია გარკვეულ სტატისტიკაზე საუბარი. ფიზიკური პირები სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდეა შემცირებული, მთლიანი სესხების დოლარიზაციამ კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

















