საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ხვალ მორიგი ღია კარის დღე გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ეროვნული კომისიის წევრები, კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ.
ყოველთვიური ღია კარის დღეები კომისიაში ელექტრონულ კომუნიკაციებში და მაუწყებლობის სფეროში ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას ემსახურება.
ღია კარის დღეების თემატიკას მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ირჩევენ. ამ ხნის განმავლობაში კომისიის სპეციალისტებმა მედიისთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხები განიხილეს.
ხვალინდელი ღია კარის დღის სასაუბრო თემა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი და ამ კანონთან მიმართებაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი იქნება.

















