logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ბევრი რამ კეთდება, რომ სვანეთის უნიკალურ რეგიონს დამატებითი სარგებელი მოვუტანოთ
გიორგი გახარია: ბევრი რამ კეთდება, რომ სვანეთის უნიკალურ რეგიონს დამატებითი სარგებელი მოვუტანოთ
18:00 10.06.2017
„უნიკალური დღეა, რადგან 10 ივნისია, სვანეთში ვხსნით ზაფხულის სეზონს და ამვდროულად, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე მიმდინარეობს ბორის კახიანის სახელობის ტურნირი“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სვანეთში ვიზიტისას, კურორტ თეთნულდზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებების დაწყებამდე კურორტ თეთნულდზე იმყოფებოდა, სადაც, ზაფხულის სეზონის მიუხედავად, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შეიკრიბნენ და ბორის კახიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა. გიორგი გახარიამ ტურნირში გამარჯვებულ გუნდს მედალი და საპატიო სიგელი გადასცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად სვანეთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს დაემთხვა ზამთრის სეზონის დახურვა და ასევე ზაფხულის სეზონის გახსნა. რესურსი, რომელსაც სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს ტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით სამთო ტურიზმის განვითარებისთვის სვანეთსა და კონკრეტულად მესტიაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. წელს დავიწყებთ და მომავალი სეზონისთვის დავამთავრებთ ჰაწვალის საბაგიროსაც, სადაც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია ტურიზმის განვითარებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასევე მუშაობა და მალე დასრულდება მესტიისა და ჰაწვალის სივრცითი მოწყობის გეგმა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ლამაზ კუთხეს, ამ უნიკალურ რეგიონს მოვუტანოთ დამატებითი სარგებელი და დამატებითი ეკონომიკური ზრდა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, სვანეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და მის კურორტებზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი ყველანაირ გემოვნების ადამიანისთვის. „შარშან მაისში ვიყავი თეთნულდზე და იყო თოვლი, მაგრამ 10 ივნისს რომ აქ სრიალი არის შესაძლებელი, ეს არის ფანტასტიური და წარმოუდგენელი“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სვანეთში, კურორტების განვითარების პარალელურად, ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016-2017 წლების სამთო-სათხილამურო სეზონზე თეთნულდზე ტურისტების რაოდენობამ 8948-ს, ხოლო ჰაწვალზე 7 321 ადამიანს მიაღწია.

„დღეს არის 10 ივნისი და ჩვენ თეთნულდზე თხილამურებით ვსრიალებთ. მთელს მსოფლიოს გვსურს გავაგებინოთ, რომ საქართველოში ზაფხულშიც შეიძლება სრიალი. ამ კურორტს აქვს უდიდესი პოტენციალი და ვფიქრობთ, რომ თეთნულდი რამდენიმე წელიწადში იქნება საუკეთესო და მსოფლიო დონის კურორტი“ - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

მისივე განცხადებით, სვანეთის კურორტებზე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო მესაკუთრეთა შესაძლებლობების გაფართოვებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დამსვენებელთა პირობების სრულყოფას.

„დღეს სიმბოლურად ზაფხულის ტურისტული სეზონი იხსნება სვანეთში, თუმცა, ამავდროულად, ჯერ ზამთრის სეზონიც არ დასრულებულა. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი, როდესაც ზაფხულისა და ზამთრის ტურიზმი ერთდროულად შეიძლება განვითარდეს. 2017 წელი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი, რადგან ამ წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ჩვენ უკვე ტურისტების 25 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ასე რომ ძალიან წარმატებულ ზაფხულის სეზონს და ზოგადად, 2017 წლის წარმატებით დასრულებას ველოდებით“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

თეთნულდზე ტურნირის დასრულების შემდეგ გიორგი გახარია ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული დმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დაესწრო, რომლითაც სიმბოლურად სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში მესტიაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, რომლებიც ადგილობრივი სამზარეულოს, ადგილობრივი ფოლკლორისა და ხელოვნების პოპულარიზაციას მიეძღვნა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა